რა აჩვენა "ომიკრონის" შემთხვევების კვლევამ საქართველოში
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ "ომიკრონი" შესახებ ისაუბრა.
„მათი საშუალო ასაკი 32,9 წელია. ანუ, ძირითადად ახალგაზრდები არიან. აქედან 71 გახლდათ 18 წელზე ნაკლები. 5 წლამდე ასაკის გახლდათ 13, მათ შორის 6 თვემდე 3 ბავშვი. შემთხვევათა 83% საქართველოს მოქალაქეებში დაფიქსირდა.
ამ 621 შემთხვევიდან 11 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. 7 მათგანი უკვე გაწერილია, 4 კი კლინიკებში რჩება. არცერთ მათგანს ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია არ დასჭირდა" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.