თეგებით ძიება
11. 01. 2022 COVID - 19

სამთო კურორტებზე განსაკუთრებულად მომატებულია ინფიცირების რაოდენობა - გიორგი ღიბრაძე

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ სამთო კურორტებზე ჩასულმა დამსვენებლებმა მაქსიმალურად დაიცვან ქვეყანაში არსებული წესები და რეგულაციები.

“ტენდენცია აჩვენებს, რომ სამთო კურორტებზე არის განსაკუთრებულად მომატებული ინფიცირების შემთხვევები, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია სამთო კურორტებზე ჩასულმა დამსვენებლებმა მაქსიმალურად დაიცვან ის წესები და რეგულაციები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. განსაკუთრებით აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე, რადგან ეპიდემიის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირბადის ტარება არ არის მხოლოდ მაკონტროლებლის მიერ განხორციელებული ღონისძიება, რითიც ჩვენ შევძლებთ პანდემიასთან ბრძოლას. ეს უნდა იყოს ერთობლივი როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე აღმასრულებლის მხრიდან. ცხადია, კონტროლიც გამკაცრდება, თუმცა მეორეს მხრივ, თითოეულმა ჩვენთაგანმა კონტროლი ჩვენ თვითონ უნდა გავუწიოთ”,-განაცხადა ღიბრაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა