თეგებით ძიება
11. 01. 2022 COVID - 19

რატომ შეუჩერდა 12 კოვიდკლინიკას სტატუსი - თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნია განმარტავს მიზეზს თუ რატომ შეუჩერდა 12 კოვიდკლინიკას სტატუსი.

„ეს არის მიმდინარე სტანდარტული პროცედურა, რომელიც განხორციელდა მეორე, მესამე და მეოთხე ტალღის დროს. ახლაც, როდესაც ვნახავთ, რომ საწოლების საჭიროება არსებობს, კლინიკები ისევ მიიღებენ თხოვნას, რომ დარჩნენ მობილიზებულ მდგომარეობაში, ეს არის აქტიური მართვის პროცესი, ამაში ახალი არაფერია. ეს არის ის, რასაც სულ ვაკეთებთ.

სისტემაში მწვავე მოვლის 12 ათასი საწოლი გვაქვს. 12 ათასი საწოლიდან 9 912 საწოლი მობილიზებულია კოვიდის მიზნებისთვის. როდესაც მობილიზებული საწოლფონდის დატვირთა მცირდება 50%-ის ქვემოთ, ჯანდაცვის სამინისტრო გარკვეულ კლინიკებს უგზავნის წინასწარ შეტყობინებას, რომ თუ არ იქნება მათი მობილიზაციის გაგრძელების საჭიროება, შეუძლიათ საქმიანობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ, რადგან საჭიროება სხვა მიმართულებითაც არსებობს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა