გადაიდება თუ არა სასწავლო პროცესი - თამარ გაბუნიას განცხადება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე სასწავლო პროცესის განახლების ვადების გადახედვა არ იგეგმება.
„ჯერჯერობით დაავადებათა კონტროლის ცენტრი სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ იძლევა. ანუ, ყველაფერი განხორციელდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო. თუ დადგა ამის საჭიროება, რა თქმა უნდა, საბჭო ამ საკითხს დაუბრუნდება“, - განმარტა გაბუნიამ.