"დელტა" შტამმა განსაკუთრებით გაზარდა ორსულების გარდაცვალება - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით ბოლო ერთი წლის მანძილზე, წინა წელთან შედარებით გაცილებით მეტი ორსული გარდაიცვალა.
"ორსულების შემთხვევაში მართვა, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ხორციელდება იმგვარად, რა შესაძლებლობებიც ჯანდაცვის სისტემას დღეს აქვს, ჩარევა არის მაქსიმალურად ინტენსიური.
კიდევ იყო რამდენიმე გარდაცვალების შემთხვევა, ბევრად უფრო მეტი წელს, ვიდრე გასულ წელს, დელტა შტამმა განსაკუთრებით დაამძიმა ეს მიმდინარეობა, ორსულების შემთხვევაში მთავარი გამოსავალი ისევ და ისევ და ისევ რის აქტიური პრევენცია ვაქცინაციის გზით" - განაცხადა თამარ გაბუნიამ.