ბოლო სამ დღეში ორი კოვიდინფიცირებული ორსული გარდაიცვალა
აჭარაში ბოლო 2 დღის განმავლობაში კოვიდინფიცირებული ორი ორსული გარდაიცვალა.
31 წლის ქალი ბათუმიდან კლინიკა "ბომონდში" გადაიყვანეს, კლინიკაში შეყვანისთანავე მისი მდგომარეობა იყო მძიმე და საჭირო გახდა მისი რეანიმობილით გადაყვანა.
რაც შეეხება მეორე ორსულს, ის 35 წლის იყო და მკურნალობის კურსს თბილისის ბოკერიას სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა. მას ჩაუტარდა საკეისრო კვეთა და ექიმებმა ნაყოფის გადარჩენა შეძლეს. თუმცა რამდენიმე დღიანი მკურნალობის მიუხედავად, 35 წლის ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის გუშინ გვიან ღამით გარდაიცვალა. ორივე გარდაცვლილს მცირეწლოვანი შვილები დარჩა.