"ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. "ცეხავიკები" როცა მართავენ ქვეყანას, შესაბამისი შედეგიც გვაქს" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში არსებულ ეპიდემიურ სიტუაციაზე წერს და ჯანდაცვის მართვის სისტემას აკრიტიკებს:
"2021 წლის დეკემბერში დავწერე, რომ, სამწუხაროდ, ახალი კოვიდწამლებმა ვერ დადეს მაღალი შედეგები დელტას და ომიკრონის პირობებში და “მერსკის” მედიკამენტზე საფრანგეთის მთავრობამ შეკვეთა გააუქმა.
გადის ერთი თვე და საქართველო ყიდულობს “მერსკის” წამალს. ეს რემდესივირივით არის, ყველგან რომ შეაჩერეს და საქართველოში კი 400,000 ლარის რემდისევირი ვიყიდეთ.
ბოდიში, მაგრამ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. "ცეხავიკები" როცა მართავენ ქვეყანას, შესაბამისი შედეგიც გვაქს. ("ცეხავიკების" საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, საბჭოთა ტერმინია).
”რამდენიმე კვირაში "ფაიზერის" და "მერსკის" მედიკამენტები შემოვა - ჯანდაცვის მინისტრი”, - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.