თეგებით ძიება
12. 01. 2022 COVID - 19

"ვინც აცრილი არ ხართ, ყველა დაინფიცირდებით " - გიორგი ფხაკაძის საგანგაშო პროგნოზი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის ვარაუდით, საქართველოში, თებერვლის ბოლომდე იმ ადამიანთა 90%, ვისაც აცრა გაკეთებული არ აქვს, "ომოკრონით" დაინფიცირდება.

“პრაქტიკულად, ყველა გადაიტანთ "ომიკრონს". ვინც “ფაიზერით” სამჯერ ხართ აცრილი, თქვენ ე.ი. ხართ აცრილი! დანარჩენები ერთხელ, ორჯერ აცრილები, სამჯერ ჩინურით აცრილები, კოვიდ გადატანილები და მერე აცრილები, ეს ყველაფერი არის ზღაპრები, ძილის წინ ბავშვებს რომ უყვებიან. თქვენ არ ხართ აცრილი, შეიგნეთ ეს!

ასევე მინდა გითხრათ, ვინც აცრილი არ ხართ, თებერვლის ბოლომდე, შუა რიცხვებამდე 90%-ი, საქართელოში ყველა დაინფიცირდებით. მოგწონთ თუ არ მოგწონთ. ეს არის რეალობა", - აცხადებს ვიდეომიმართვაში ფხაკაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა