"დედას ფილტვებში წყალი ჩაუდგა, ჟანგბადის აპარატზეც იყო" - ლელა კაკულიას კორონავირუსი შეეყარა
წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია კორონავირუსით დაინფიცირდა, რის გამოც მას პნევმონია განუვითარდა და ჟანგბადის აპარატზეც იყო. ამის შესახებ წინასწარმეტყველის ქალიშვილი, თამარ პატარაია "სარკესთან" საუბარში აცხადებს:
დედას ფილტვებში წყალი ჩაუდგა და პნევმონია განვითარდა. მედიკამენტების საშუალებით გამოჯანმრთელდა. ჟანგბადის აპარატზეც იყო, რომ ამომშრალიყო ის სითხე, რაც ფილტვებში დაგროვდა. მერე ნევროლოგი მოვიყვანეთ და მისმა დანიშნულმა მედიკამენტებმა დიდი შედეგი გამოიღო. სამწუხაროდ, სისუსტე მაინც დარჩა და იმედია, დროთა განმავლობაში ამ მდგომარეობიდანაც გამოვა.
– იტყვიან, როგორ ვერ იწინასწარმეტყველა, რომ ვირუსი შეხვდებოდაო…
– დედას ნაწინასწარმეტყველები აქვს, რომ ეს იქნება ყველას მოსახდელი ვირუსი. რომც აიცრამ, მაინც შეხვდებათ.
– ქალბატონი ლელა როგორ შეხვდა სიძეს?
– დედა არავის ურთიერთობაში ერევა. არც ჩემი ორი ძმის ამბავში ჩარეულა. ორივე მეორედაა დაოჯახებული. დედა არ აძლევს თავს უფლებას, ჩაერიოს ჩვენს საქმეებში, თუმცა მას ძალიან მოსწონს ჩემი მეუღლე, საკუთარი შვილივით მიიღო.
sarkenews.ge