თეგებით ძიება

"რა დროშა მოგვცა მიშამა, რა დროშა..." - რას წერს გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა სახელმწიფო დროშის დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს საზოგადოებას და პოსტს აქვეყნებს:

"როცა დროშას მხოლოდ იმიტომ უწოდებ "უძველესს", რომ მისი აღმდგენი #MSaakashvili შემთხვევით არავის გაახსენდეს. როცა 2013-ში პირველი დროშას ეცი, მაგრამ მაშინ აგიხსნეს, რომ ეს მართლა უძველესი დროშაა. როცა შენი მიტინგი ცისფრად ლივლივებს და ხმამაღლა ვერ ბედავ სთქვა ის რაც გულში გიდევს - ეგ ნაცების დროშაა, ამასობაში ჰერალდიკის საბჭო პენალს გირტყავს აღმოჩენით, რომ ეს მართლა უძველესი დროშაა, რომელიც სახელმწიფო დროშად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღადგინა. ბატონ პაპუაშვილს კი, კახელ კაცს, ძალიან რომ არ გადაეშვას არქეოლიგიაში, კახელი ქალის სიმღერას შევახსენებ - რა დროშა მოგვცა მიშამა, რა დროშა!
დროშის დღეს გილოცავთ!

შალვა პაპუაშვილი - უძველესი ხუთჯვრიანი დროშა აერთიანებს ჩვენს მისწრაფებებს და ღირებულებებს, მისი ისტორია ნათლად ადასტურებს საქართველოს ევროპულ არჩევანს", - წერს უგულავა ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა