თეგებით ძიება

"ვიწყებ შიმშილობას ან ნიკოლეიშვილი დასაბუთებს და დაამტკიცებს იმ სტატუს რაც დაწერა ან!!" - თამარ იარაჯული

თამუნა იარაჯული, რომელმაც 20 იანვარს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან სუიციდი სცადა, ანალიტიკოს ლევან ნიკოლეიშვილს სოციალურ ქსელში პასუხობს.

"სახლში მოსული მაიძულეს პროტესტის გაგრძელბა ბიძინას სახლ მუზეუმთან
ეხლა უკვე ლევან ნიკოლეიშვილის სტატუსის შემდეგ რომელიც ჩემს ოჯახს ამცირებს
მოკლედ, ვიწყებ შიმშილობას ან ნიკოლეიშვილი დასაბუთებს და დაამტკიცებს იმ სტატუს რაც დაწერა ან‼️‼️‼️
ლილუაშვილი სუსის უფროსი
გომელაური შსს უფროსი
გიორგობიანი ნინო
ნინო ჯღარკავა
არ დატოვებენ თანამდებებობს ჩემი მეუღლეც დატივებს სამსახურს და ბოდიშსაც მოვიხდი თუ ნიკოლეიშვილი მართალო აღმოჩდება თუ არა ვაგრძელებ შიმშილობას სანამ ეს ხალხი ვინც ჩემ დაშინებას ცდილობს არ დატოვებს სამსახურს!
ბიძინა ივანიაბილის სახლთან უნდა მოკვდეს ვინმე ესაა გამოსავალი და ეს ვინმე ვიქნები მე
ლონდა თოლორაია
გთხოვთ დახმარებას!", - წერს თამუნა იარაჯული.

დღეს ლევან ნიკოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თამუნა იარაჯულის ქმარი, ავთანდილ ნიშნიანიძე ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობს და მისი ანაზღაურება 4 ათას ლარს აღემატება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა