თეგებით ძიება
22. 01. 2022 COVID - 19

საქართველო არის კორონავირუსის მე-6 ტალღის დასაწყისში - ივანე ჩხაიძე

კორონავირუსის რეკორდულად გაზრდილი შემთხვევების ფონზე, ექიმები დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ. ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ვირუსის შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. იზრდება სამედიცინო პერსონალის დაინფიცირებით გამოწვეული პრობლემების რისკებიც.

"მოახერხებს თუ არა ჯანდაცვის სისტემა კიდევ უფრო გაზრდილ რაოდენობასთან ალბათ გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.

ვფიქრობ, რომ დღეს საქართველო არის კორონავირუსის მე-6 ტალღის დასაწყისში. შემდეგი დღეები, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე იქნება კიდევ უფრო მაღალი", - ამბობს ივანე ჩხაიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა