თეგებით ძიება

"ერთხელაც მომიჯდა რუსის ქალი და მეუბნება: იცი, დედაშენმა კიევიდან რომ ჩამოგიყვანაო!" - რას წერს ბაია დვალიშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი, ბაია დვალიშვილი ბავშვობის ისტორიას იხსებს და უკრაინას თანადგომას უცხადებს.

"Არც ისე პატარა ვიყავი, რადგან მუსიკაზე მარტო ავტობუსით დავდიოდი, ხოდა ერთხელაც მომიჯდა რუსის ქალი(ადრე ოჯახებში დამლაგებლები რომ ჰყავდათ და ძირითადად ამბების გამტან,გამომტანნი)და მეუბნება,,შენ მარინას გოგო არ ხარ?იცი დედაშენმა კიევიდან რომ ჩამოგიყვანა!"ო....ჩემ ინფანტილიზმს ბევრჯერ გადავურჩენივარ....მაგრამ სინამდვილე ის არის, რომ პირველი კბილი კიევში ამომივიდა და ფეხიც იქ სასტუმროში ავიდგი!!!!!!(დედას გასტროლი თუ გადაღება ჰქონდა და სულ იხსენებდა).ჩემი სიყვარული, თანადგომა უკრაინა!!!!!!გაუმარჯოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის ძლიერ სურვილს!!!! ", - წერს მსახიობი.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა