თეგებით ძიება

" ყველას მოეთხოვება! 30 წელი ცოცხლებშიც არ წერიხარ, მიუხედავად ტანჯვისა..." - ნინო ქათამაძე

მომღერალი, ნინო ქათამაძე სანატორიუმ "ქართლში" მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს.

"მთელი გულით ვიზიარებ -სანატორიუმ ქართლის
ზურაბ ქირიას გარდაცვალების გამო
წარმოუდგენელი ტრაგედიაა.
როდესაც სანატორიუმის ფანჯრებიდან 30 წელი უყურებ შენს ირგვლივ თუ როგორ შენდება ათასობით კორპუსები,თან იმდენი რომ სუნთქვაც კი შეუძლებელია…
30 წელი ცოცხლებშიც არ წერიხარ, მიუხედავდ ტანჯვისა და სასტიკი ცხოვრების ისტორიიისა.
და ვინმეს გონია, რომ ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იყო?!!!
ყველას მოეთხოვება!!!!!", - წერს ნინო ქათამაძე.

შეგახსენებთ, რომ სანატორიუმ "ქართლის" შენობაში მცხოვრები დევნილები ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი თქმით, შენობა ავარიულია. ამ მოთხოვნით დევნილებმა არაერთი აქცია გამართეს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო, პროტესტის ნიშნად 16 იანვარს, აფხაზეთიდან იძულებით გდაადგილებულმა ზურაბ ქირია ამავე შენობის სახურავიდან გადახტა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა