თეგებით ძიება

"დელტას" მონაცემებში ჩამოწერეს ენტეროს მონაცემები, გრიპის სიმპტომები "ომიკრონის" სახელით ჩამოაწიკწიკეს. შემდეგ სეზონურ ვირუსს დაელოდეთ ახალი სახელწოდებით" - ხატია სიჭინავა

ყოფილი ტელეწამყვანი, ხატია სიჭინავა, რომელსაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერა, სოციალურ ქსელში პანდემიასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

"ენტეროს სეზონზე, დელტას მონაცემებში სრულიად ჩამოწერეს ენტეროს მონაცემები. ეხლა გრიპების სეზონზე, ჩამოაწიკწიკეს გრიპის სიმპტომები ომიკრონის სახელით. ვინც პარალელს ვერ ავლებს, შემდეგ სეზონურ ვირუსს დაელოდეთ ახალი სახელწოდებით. რაც შეეხება კლინიკებს, ყოველთვის გადაჭედილი იყო ამ დროს, და ღორის გრიპზე, ვერცერთ კლინიკაში ვერ შევიყვანეთ ბავშვი , რადგან რიგები ქუჩებიდან იწყებოდა. ყველას არ დაგვმართნია სკლეროზი. 3 შვილი გავზარდე ინფექციურში და გადაჭედილი იყო ყოველთვის სეზონურ ვირუსებზე", - წერს ხატია სიჭინავა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა