იყავით მშვიდად და დარჩით სახლში - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე "ომიკრონის" შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს.
"არ არის საჭირო რამდენიმე ადგილას გაიტესტოთ და დარწმუნდეთ გაქვთ თუ არა ვირუსი. უკვე 90%-ში ომიკრონის შტამი ცირკულირებს. დარჩით სახლში და დაურეკეთ 112-ს. 90%-ში ეს თითქმის სიმპტომების გარეშე ჩაივლის ან მცირედი სიმპტომებით, რაც ყველაზე მთავარია მშვიდად იყავით.
1600 ლაბორატორიულად დადასტურებული, მათ შორის 250-ზე მეტი სეკვენირებით დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და ჰოსპიტალიზაცია ამ 1600 შემთხვევიდან დასჭირდა 1%-ს, სულ 16-მდე ადამიანს, აქედან 13 ადამიანი სწრაფად გაეწერა სახლში, ბოლო მონაცემებით 3 იყო კლინიკაში და არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიურ თერაპიაში მოთავსება და ხელოვნური ვენტილაცია, მაგრამ ამან არ უნდა დაგვამშვიდოს განსაკუთრებით ის ჯგუფები, სადაც მომატებული რისკია“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.