თეგებით ძიება
26. 01. 2022 COVID - 19

შესაძლოა, ერთი თვეში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ცოტახანში საგრძნობლად ბევრი ადამიანი დაინფიცირდება.

"თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს, ამ სიტუაციის მოდელირება ბევრ ქვეყანაშია და არსებობს მოსაზრება, რომ დიდი რაოდენობით ადამიანების ინფიცირების შემთხვევაში, შეიძლება, საქართველოში, ერთი თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს. ეს რიცხვი დაემატება ვაქცინირებული ადამიანებისა და კოვიდგადატანილი ადამიანების რაოდენობას და მივიღებთ მიახლოებულ მაჩვენებელს იმ პოპულაციური იმუნიტეტთან, რომელიც დღეს კორონავირუსის პანდემიის შეჩერების ერთ-ერთ მექანიზმად“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ, ტელეკომპანია "იმდის" ეთერში.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 39 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5 087 პირი გამოჯანმრთელდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა