თეგებით ძიება
26. 01. 2022 COVID - 19

მარიხუანაში შემავალი ნივთიერება, შესაძლოა, COVID19-ის წინააღმდეგ ეფექტიანი აღმოჩნდეს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარიხუანა ნივთიერებას კანაბიდიოლს შეიცავს, რომელიც კორონავირუსის მკურნალობის დროს შეიძლება ეფექტიანი აღმოჩნდეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

კვლევები ჯერჯერობით მხოლოდ ლაბორატორიებში ჩატარდა და ცოცხალ ორგანიზმებზე ეს პრეპარატი გამოცდილი არ ყოფილა. მეცნიერები ამბობენ, რომ ხშირად სხვადასხვა პრეპარატმა, რომელმაც ლაბორატორიული კვლევების დროს მაღალი ეფექტიანობა აჩვენა, შემდეგ პაციენტებზე კლინიკური კვლევების დროს შედეგი არ მოიტანა.

„ამ შედეგების მიხედვით, აუცილებელია კლინიკური კვლევების ჩატარება. ჯერჯერობით არ არის იმის გარანტია, რომ ეს პრეპარატები პაციენტებისთვის ეფექტიანია“ - განაცხადა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ექსპერტმა მარშა როზნერმა.

კანაბიდიოლის მცირე დოზების გამოყენების დროს როზნერმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ეს პრეპარატი კორონავირუსით უჯრედების ინფიცირებას არ აჩერებს, მაგრამ ის უჯრედებში ვირუსის ასლების შექმნას ხელს უშლის. ანალოგიური შედეგი თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმაც აჩვენა.

ორეგონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კანაბიდიოლის მცირე დოზები უჯრედებში კორონავირუსის შეღწევას ხელს არ უშლის. რაც შეეხება დიდ დოზებს, ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ის უსაფრთხო ადამიანისთვის.

როზნერის თქმით, აუცილებელია მინიმალურად ეფექტიანი დოზის გამოყენება. „ამ პრეპარატს ღვიძლი ფილტრავს. ამიტომ ის ძალიან სუფთა უნდა იყოს, ის კანაბიდიოლი, რომელსაც ჩვენ ვიყენებდით, 98%-ით იყო სუფთა, მაგრამ კომერციული პრეპარატების სისუფთავე ბევრად დაბალია“ - ამბობს მარშა როზნერი. ის მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ექიმის გარეშე მსგავსი პრეპარატები არ გამოიყენოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა