თეგებით ძიება
27. 01. 2022 COVID - 19

რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა გადახვიდეთ იზოლაციაში - NCDC-ის რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სოციალურ ქსელში რეკომენდაციებს ავრცელებს, თუ რა შემთხვევაში უნდა გადახვიდეთ იზოლაციაში.


"თუ აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები:

- ყელის, თავის ან წელის ტკივილი;
- სურდო;
- ზომიერი ცხელება;
- ხველა;
- ღამით ოფლიანობა;
- საერთო სისუსტე;


დარჩით სახლში ან გადადით საიზოლაციო სივრცეში. მაქსიმალურად შეზღუდეთ ოჯახის წევრებთან კონტაქტი და აუცილებლობის შემთხვევაში, მათთან ურთიერთობისას გამოიყენეთ პირბადე.

პირველივე საეჭვო სიმპტომის გამოჩენის შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან დარეკეთ 112-ში და მიიღეთ ონლაინ კლინიკის მომსახურება.

ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით. თავი მოარიდეთ საზიარო საყოფაცხოვრებო სივცრეების გამოყენებას. თუ ეს შესაძლებელია, იყავით ფიზიკურად აქტიური სახლის პირობებში და მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე.

გახსოვდეთ, ინფექციის გავრცელების შეჩერება თქვენს ხელშია! დაიცავით თქვენი საყვარელი ადამიანებისა და გარშემომყოფების ჯანმრთელობა!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა