თეგებით ძიება
27. 01. 2022 COVID - 19

შემთხვევათა დიდი რაოდენობის ხარჯზე, მეტი სიკვდილიანობაა - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მეტი სიკვდილიანობა ინფიცირების რაოდენობის გამოა.


"გადავსებულია ამერიკაში როგორც ჰოსპიტლები, ისე ინტენსიური დახმარების ბლოკები. სასწრაფოებს ვეღარ მიჰყავთ პაციენტები ჰოსპიტალში. საბედნიეროდ ჩვენთან მსგავსი არაფერი ხდება, ეს უდიდესი დამსახურებაა ჯანდაცვის, რომელიც ბრწყინვალედ მართავს პაციენტებს ისე, როგორც შესაძლოა ბევრი სხვა ქვეყანა ვერ მართავს. ამერიკაში 2700 შემთხვევა იყო სიკვდილობის. ასეთი მაღალი სიკვდილობა არ ჰქონია ამერიკას ერთი წელი. ახლა უძახეთ "ომიკრონს" მსუბუქი. არის მსუბუქი, მაგრამ შემთხვევათა დიდი რაოდენობის ხარჯზე, მეტ სიკვდილობას იძლევა",-განაცხადა ცერცვაძემ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა