კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი, შესაძლოა 30 000-მდე გაიზარდოს - ივანე ჩხაიძე
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოში ინფიცირების მაჩვენებელი უახლოეს პერიოდში 18 ათასიდან 30 ათასამდე მიაღწევს.
"ჩვენ ახლა ვიმყოფებით კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის აღმავალ მრუდზე და სავარაუდოდ მომდევნო დღეებში ინფიცირება კიდევ უფრო მეტი იქნება. ჩვენთან მატება 4 იანვრიდან დაიწყო და მატების პერიოდი შეიძლება 3-დან 5 კვირამდე განისაზღვროს. შეიძლება იყოს ეს 18 ათასიდან 30 ათასამდე ინფიცირების მაქსიმალური რიცხვი", - აცხადებს ჩხაიძე.