თეგებით ძიება
28. 01. 2022 COVID - 19

გაუქმდება თუ არა "მწვანე ბარათები" - თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“, ისაუბრა იმის შესახებ თუ რამდენად შეიძლება "მწვანე ბარათი" მთლიანად გაუქმდეს.

მინისტრის თქმით "მწვანე ბარათმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალგაზრდა პირებში ვაქცინაციის თვალსაზრისით.

"ეს პერიოდი და ზოგადად, პანდემიის მიმდინარეობა იმდენად დინამიურია, რომ ერთი ინტერვენცია, რომელიც თუნდაც ერთი ან ორი თვის წინ დაინერგა, არ გამოდგება დიდი ხნის მანძილზე. ევროპამაც შეცვალა ამ „მწვანე საშვის“ კრიტერიუმი. ცუდია, რომ ჩვენს შემთხვევაში ხშირია ასეთი შემთხვევები, როდესაც რაღაცნაირად ხდება უგულვებელყოფა და პირდაპირ ღიად აცხადებენ ზოგიერთი ბიზნესობიექტები, რომ „მწვანე საშვის“ მოთხოვნები მისთვის არაფერს ნიშნავს. ეს არ არის კარგი და კარგს არაფერს მოიტანს, მაგრამ „მწვანე საშვმა“ მნიშვნელოვანი როლი ვაქცინაციის სტიმულირებაში ითამაშა, – ნოემბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ ვაქცინაციის სტიმულაცია, როგორც ხანდაზმულ პირებში, სადაც ამოქმედდა წახალისების პროგრამა, ასევე ახალგაზრდა პირებში „მწვანე საშვის“ ინტერესი არის შედარებით ახალგაზრდა სეგმენტში.

აუცილებლად მოუწევს ამას რევიზია, რადგან ზოგადად იცვლება სიტუაცია, „ომიკრონმა“ ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა და სხვა ქვეყნებიდან გამოცდილებაც განსხვავებული მოდის. ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით და ანალიზი გაკეთდება იმის, რაც აქამდე იყო. აქ მთავარი, რაც არის, რეგულაცია იყოს აღსრულებადი და მიმღებლობა იყოს ისეთი, რომ ამან ხელი შეუწყოს მის დანერგვას და არ გამოიწვიოს სოციალური პროტესტი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა