თეგებით ძიება
30. 01. 2022 COVID - 19

"აი, ის ხალხი, ვინც სიგარეტს ექაჩება, ზუსტად ის ხალხია ანტივაქსერი" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვაქცინაციასა და ანტივაქსერებზე წერს:

"დღის კომენტარი:
”ადამიანები ყიდულობენ სიგარეტს, რომელსაც ზედ აწერია:
მოწევა კლავს
მოწევა იწვევს კიბოს
მოწევა იწვევს უშვილობას
მოწევა იწვევს უამრავ დაავადებას
მოწევა იწვევს მუცლის მოშლას
და ეწევიან ტკბილად და აუღელვენლად

Covid-19-ის ვაქცინას აწერია: საკმაოდ დიდი შანსია გადარჩეთ კორონა ვირუსის დროს.
აი, ის ხალხი, ვინც სიგარეტს ექაჩება, ზუსტად ის ხალხია ანტივაქსერი.

კითხვა მაქვს: ვის გგონიათ თავი ჩემზე, ან სხვა აცრილზე მეტი?”
ეს პოსტი ჩემს გვერდზე დაიდო. რეგულარულად გავაზიარებ ჩემს მთავარ გვერდზე საინტერესო კომენტარებს", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა