"ვფიქრობ, რომ ამ ტალღას ქვეყანა უმკლავდება და შევძლებთ ამ ტალღის გავლას" - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ჰოსპიტალურ სექტორში მყოფი კოვიდპაციენტების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა.
"აღმავალი ტალღის შემდგომ ქვეყნებში სტაბილიზაცია 3-4 კვირის შემდეგ ჩანს. ამიტომ, ვფიქრობ რომ ეს მოლოდინი ჩვენს ქვეყანაში თებერვლის მეორე ნახევრიდან უნდა გვქონდეს. უპრეცედენტო რაოდენობის პაციენტები გვყავს, აქტიური შემთხვევები თითქმის 150 ათასია, მაგრამ ისტორიულ მინიმუმზეა ჰოსპიტალში არსებული ადამიანების რაოდენობა და 40% საშუალოდ ჰოსპიტალური საწოლების, თავისუფალია.
ვფიქრობ, რომ ამ ტალღას ქვეყანა უმკლავდება და შევძლებთ ამ ტალღის გავლას. შესაბამისად, ეს მაძლევს იმის იმედს, რომ შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სტაბილურობა იქნება“, - განაცხადა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“ -ის ეთერში.