თეგებით ძიება

“მგონი იმის მადლობელიც უნდა ვიყოთ, რომ უკრაინას არ აბრალებენ საომარი მოქმედებების პროვოცირებას” – ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც რუსი ოპოზიციონერის, დიმიტრი გუდკოვის საქართველოში არშემოშვების ფაქტზე წერს.

"რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოპოზიციონერი, პრაქტიკულად, ნავალნის შემდეგ ყველაზე მსხვილი ფიგურა ანტიპუტინისტურ ფლანგზე, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთში დაადეპორტა, ისე, რომ თბილისის აეროპორტიდან არც გამოუშვა.საგულისხმოა, რომ გუდკოვი კიევიდან ჩამოვიდა ქართველ კოლეგებთან უკრაინის ამბებზე სამსჯელოდ.მოკლედ, რეზოლუციაში რუსეთს არ წერენ კი არა, მგონი იმის მადლობელიც უნდა ვიყოთ, რომ უკრაინას არ აბრალებენ საომარი მოქმედებების პროვოცირებას“ – წერს გვარამია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა