"ბიჭები, ტრასაზე იდგნენ, თავიანთი მანქანა გაჩერებული ჰქონდათ და გამვლელმა სატვირთომ დაარტყა... ოთხივე ადგილზე დაიღუპა" - რა ხდება ცნობილი წალკაში მომხდარ ავარიაზე?
უმძიმესი ავარია მოხდა წუხელ წალკაში. ოთხი ახალგაზრდა ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მომხდარს ადასტურებს წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ემზარ გელოვანი.
"ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, 4 ახალგაზრდა კაცია გარდაცვლილი. სვანი ბიჭები, ტრასაზე იდგნენ, თავიანთი მანქანა გაჩერებული ჰქონდათ და გამვლელმა მანქანამ დაარტყა ამ დროს. სამწუხაროდ, ოთხივე ადგილზე დაიღუპა. არ მისული წალკამდე მოხდა ეს ტრაგედია. ახალგაზრდები არიან, 35 წლის არის ყველაზე უფროსი, უმცროსი კი 22 წლის. როგორც ვიცი, სვანეთიდან მოდიოდნენ მანქანით. ვინც დაეჯახა ის გამვლელია, სატვირთო მანქანით მოძრაობდა და გაიტანა ყველანი. თბილისშია გადაყვანილი ცხედრები და ახლა მიდის ექსპერტიზა, ჯერ დასრულებული არ არის. ოთხივე ადგილზე დაიღუპა, მძიმე ტრაგედიაა. თანავუგრძნობ მათ ოჯახებს. მეც შევესწარი მომხდარს, ავარია უკვე მომხდარი იყო, პოლიცია იქ იყო, გავაჩერეთ მანქანა და გავიგეთ ეს საშინელება...", - ამბობს ambebi.ge-სთან ემზარ გელოვანი.