კლუბები და ბარები, სადაც ხმის მიცემის შემდეგ უფასოდ შეხვალთ - სია
კამპანია – National Elections After Party-ის ფარგლებში თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და თელავში, რიგ დაწესებულებებში ხმის მიცემის შემდეგ მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ შესვლას.
„26 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ბარები, კაფეები და კლუბები გააღებენ კარს…
საღამოს 8 საათიდან მთელ საქართველოში აჩვენე ხელზე მარკირება, შედი უფასოდ და გაერთე…
არჩევანი შენია, After Party-იც შენია”, – ამბობენ საორგნიზაციო ვიდეოკლიპში.
როგორც კამპანიის ორგანიზატორები აცხადებენ ეს დაწესებულებებია:
თბილისი – „აპრილი”, „მეობა”, Left Bank, Mutant Radio, „დედა ენის ბარი”, „Tone თონე”, „მტკვარზე”, khidi, Moulin Électrique (ორივე ფილიალი), Love Bar, „8000 მოსავალი” (ყველა ფილიალი), camora, Pluto Record, Plus One, Tbili orgia, „ცეხი”, Pub 44, „წიბახას სამაგიდო თამაშების კლუბი”, „ფანჯარა”;
რუსთავი – პროფესიო • Profesio;
ქუთაისი – „Barიერი”, Ziari bar;
ზუგდიდი – „ბჟამინოლი”, MEGOBARI;
ბათუმი – „ადგილი”, „ფანჯარა”, „8000 მოსავალი”, CIRCUS (LIOwithILA-ს კონცერტი).
თელავი – „ბადია” (ჯგუფი „ყველას“ კონცერტი), Playroom და „ძველი თელავი”.
ბერლინი – „8000 მოსავალი”, „ლურჯი მელა”;
პრაღა – „დერგი”;
მადრიდი – Munchies by Foodgodess.
„მარკირება იქნება ბილეთი ყველა იმ ღონისძიებაზე, სადაც შესვლა ფასიანია. ბარები კი მარკირებიან სტუმრებს Welcome Drink-ით გაუმასპინძლდებიან”, – ამბობენ ორგანიზატორები.
წყარო: „პუბლიკა“