თეგებით ძიება

პოზიტიურ ნაბიჯად განვიხილავ - კარლ ჰარცელი "ნაცმოძრაობის" პარლამენტში შესვლაზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლას მიესალმება და მას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს.

"თქვენ იცით, რამდენად დაუღალავად ვცდილობდით, უზრუნველგვეყო, რომ გვქონოდა პარლამენტი, რომელიც სათანადო ფორუმია ინკლუზიური პოლიტიკური დებატებისთვის. ამისთვის წინაპირობა არის ის, რომ ყველა მთავარი პარტია წარმოდგენილია სრულად და მონაწილეობას იღებს დისკუსიებში. ასევე ნახავდით, რომ ჯერ კიდევ 19 აპრილის შეთანხმებაში იყო ფორმულირებული ჩვენი მოწოდება პასუხისმგებლობის აღებასა და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ამას პოზიტიურ ნაბიჯად განვიხილავ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს. ხატია დეკანოიძის თქმით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საკუთარი დღის წესრიგით ბრუნდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა