ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის "ომიკრონი" შტამი დაუდასტურდა.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია.
მას კოვიდ-19 გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა.