“კუბოებს ვერ დაითვლითო, არ ასრულდა?” – პაატა იმნაძე კითხვებს პასუხობს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, მოსახლეობის კითხვებს პასუხობდა. კითხვებს პირდაპირ ეთერში კითხულობდა ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე.
კითხვას, იგეგმება, თუ არა, სკოლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლა, პაატა იმნაძე, ასე პასუხობს:
-ვნახოთ, სიტუაციას კიდევ ვნახავთ, დღევანდელი მაჩვენებლები გვაინტერესებს, სამშაბათის მაჩვნებელი ძალიან მნიშვნელოვანია, შაბათ-კვირას ნაკლებად მიდიან ადამიანები ტესტირებაზე. მე ვთვლი, რომ ომიკრონი ბავშვებში არ მიდის ისეთი სიმძიმით… მაგრამ რაოდენობასაც გააჩნია, რამდენი იქნება ავად. ჩემმა შვილიშვილმა ახლახანს გადაიტანა კოვიდი, ომიკრონი ჰქონდა. ვისაც კოვიდი აქვს, ახლა ყველას ომიკრონი აქვს და ალბათ, იმასაც ომიკრონი ჰქონდა, ბავშვების უმეტესობა საკმაოდ იოლად იტანს. ჩვენ ცუდად გვაქვს გამოცდილი ის წლები, როცა ბავშვები არ სწავლობდნენ და გაიზარდა მერე თაობა, რომელსაც, სამწუხაროდ, პრობლემები აქვს განათლებასთან დაკავშირებით და არ გვინდა ეს და ვნახოთ, ვნახოთ. მთავარი უფროსები იყვნენ აცრილები.
მაკა რაზმაძე:
-ხატია სიჭინავას კითხვაა, მკაცარი ტონითაა დაწერილი… აუცილებლად კითხე, როდემდე აპირებენ მომავალი თაობის დაღუპვას გრიპის გამო და რა პასუხი აქვს ბავშვებში გაზრდილ დეპრესიულობაზე და ასოციალურობაზე?
პაატა იმნაძე:
-მე წინა კითხვაში რა პასუხი გაგეცით? თუ მკაცრი ტონით იყო, თქვენც ახლა რბილი ტონით უპასუხეთ მე რა ვთქვი წინა კითხვაზე, არ მისმენდა ეტყობა.
მაკა რაზმაძე:
-დეპრესიულობა ბავშვებში და ასოციალურობა?
პაატა იმნაძე:
-ხოდა, ეგაა სკოლას რომ მოწყდება და ეგ არ მინდა-მეთქი და აბა, რა ვთქვი წინა კითხვაზე? თქვენ რახან მისმენდით, თქვენ ხომ შეგიძლიათ, იმის მკაცრ შეკითხვას, რბილი პასუხი გაცეთ? მე მაპატიეთ, გავიმეორებ, მეც მაწუხებს ძალიან რომ ბავშვებმა არ არიან სკოლაში.