საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 36 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 10 732 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 200 124-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 020 510 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 15 016 პაციენტი ემსხვერპლა.