თეგებით ძიება

გახარია არის მოღალატე და მოღალატისგან ლოგიკურია, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შეკრა კოალიცია - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია კონკრეტული ინტერესებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული.

„ძალიან მარტივად არის ყველაფერი, ისინი ფაქტობრივად ამჟღავნებენ იმას, რაზეც ჩვენ არჩევნების წინ ვლაპარაკობდით. ეს არის ბუნებრივი ალიანსი, ისინი ძალიან კონკრეტული ინტერესებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და ეს კოალიციაც არის მხოლოდ და მხოლოდ ამის მკაფიო გამოხატულება, რაც მანამდეც იყო სახეზე. არჩევნების წინ ყველამ ვიცოდით, ღალატიც ზუსტად ამ ალიანსს ეფუძნებოდა,ზუსტად ეს გამოამჟღავნა საბოლოო ჯამში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გახარიამ ერთად, როდესაც მათ შეკრეს კოალიცია. გახარია არის მოღალატე და მოღალატისგან ლოგიკურია, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შეკრა კოალიცია. მარტივად არის ყველაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა