თეგებით ძიება

აშკარად სურთ, იხილონ ომი უკრაინაში - ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე"

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, რეზოლუციის ტექსტი ზუსტად ისეა ჩამოყალიბებული, როგორც ეს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს შეესაბამება.

„საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით, ჩვენ პრინციპული პოზიციები, პრინციპული პოლიტიკა გვაქვს. ეს, მათ შორის, შესაბამის ტექსტებში, ყოველთვის აისახება. რაც შეეხება დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც, თავის დროზე, ოპოზიციაში იყო, შეგახსნებთ, მათი ნაბიჯების შედეგი არის ის, რომ დღეს რუსეთის ფედერაციას აქვს ჩაბარებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%. როგორც ჩანს, ეს არ ჰყოფნით, მეტი უნდათ. ეს არის ერთგვარი „ომის პარტია“, აშკარად სურთ, იხილონ ომი უკრაინაში. ეს პირდაპირ გამოსჭვივის მათი საუბრებიდან. მგონი, ესეც არ აკმაყოფილებთ და უნდათ, რომ ასეთი პროცესები კიდევ ერთხელ იხილონ საქართველოში. რაც მათ 2008 წელს გააკეთეს საქართველოში, იმას ვეღარ გაიმეორებენ ერთი მარტივი მიზეზის გამო - ისინი დღეს ოპოზიციაში არიან და იქ კიდევ დიდხანს დარჩებიან. გვაცადონ იმ საგარეო პოლიტიკის წარმოება, რომლიც მიზანიცაა მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოში“, - აღნიშნა კობახიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა