თეგებით ძიება

"რით ჰგავნან ან განსხვავდებიან ნიკოლ ფაშინიანი და მიხეილ სააკაშვილი?!” – სომხური მედია

სომხეთში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადწყვეტილებით, შეიქმნა საკონსტიტუციო რეფორმების საბჭო, საბჭოს ფუნქციებში შედის კონსტიტუციაში შესატანი სავარაუდო ცვლილებების მომზადება. მართალია, ფაშინიანი აცხადებს რომ საბჭოს შექმნა, კონსტიტუციის შეცვლას არ ნიშნავს, მაგრამ სომხური გამოცემა “7 օր” აქვეყნებს სტატიას სათაურით „საკონსტიტუციო ხაფანგი: ნიკოლ ფაშინიანი მიხეილ სააკაშვილის გზით მიდის.”

მედიასაშუალების მტკიცებით, ნიკოლ ფაშინაიანს საკოსტიტუციო ცვლილებების განხორციელება საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძვლების შესაცვლელად კი არ ჭირდება, არამედ საკუთარ ძალაუფლებასთან გასაძლიერებლად.

“მას ეშინია, რომ ხელისუფლებას დაკარგავს და საკონსტიტუციო ცვლილებებით სტატუსის შენარჩუნებას ცდილობს. ეშინია, რადგან კარგად იცის – სომხეთის უბედურებისათვის მას პასუხს მოჰკითხავენ, პოლიტიკურ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. რაც შეეხება ფულს, ნიკოლ ფაშინიანმა ფულის გემო გაიგო და მას და მის გარემოცვას მადა სულ უფრო უძლიერდებათ.” – წერს გამოცემა.

გამოცემის თანახმად, ფაშინიანი პარაქტიკულად, მთლიანად იმეორებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზას, რაც სამარცხვინო შედეგით დასრულდა.

“2008 წელს მომხდარ რუსეთ-საქართველოს ომში განცდილი ტერიტორიების დაკარგვისა და მარცხის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა არჩევნები ჩაატარა, შედეგები გააყალბა და მთელი მსოფლიოს გასაკვირად, უზენაესი მმართველის სავარძელი შეინარჩუნა.

მიხეილ სააკაშვილმა, თავისი ხელისუფლების „კვლავწარმოების“ მიზნით, კონსტიტუციის შეცვლა განიზრახა – [პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობა მოისურვა, გაფართოებული უფლებებით]. რეფერენდუმი კი ჩაატარა ძირითად კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, მაგრამ მოულოდნელად მისმა პარტიამ პარლამენტის არჩევნები წააგო, თვითონ მიხეილ სააკაშვილს კი საქართველოდან გაქცევა მოუწია.
რა ბედი ეწია ექს-პრეზიდენტს საბოლოოდ, ყველამ იცის – საპყრობილეში ზის…

ნიკოლ ფაშინიანს აშკარად არ ასვენებს მიხეილ სააკაშვილის „წარმატება“. ორივემ რევოლუცია გარეშე ძალების დახმარებით მოახდინა, ორივე ამ ძალების ინტერესებისთვის მუშაობდა, ორივემ საკუთარი ქვეყნები უცხო სახელმწიფოებს დაუმორჩილეს… განსხვავება ისაა, რომ აშშ-მა საქართველოს მილიარდობით დოლარის დახმარება გაუწია და გარკვეულ დარგებში ქვეყანამ წარმატებას მიაღწია, ნიკოლ ფაშინიანს კი დასავლეთი თურქეთის მეშვეობით იყენებს, მაგრამ მუქთად – ჩვენთან არანაირი პროგრესი არ არის, პრობლემები კი ყოველდღიურად მატულობს. აი, ამ სიტუაციაში ნიკოლ ფაშინიანმა გადაწყვიტა კონსტიტუციის შეცვლა და უკვე გასაგებია, რატომაც…“ – წერს გამოცემა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა