თეგებით ძიება

დიდი დაპირისპირება საკოორდინაციო საბჭოში "მწვანე პასპორტზებზე" - პრემიერი მთავარ ეპიდემიოლოგს აღარ უსმენს

დიდი დაპირისპირება საკოორდინაციო საბჭოში - ხელისუფლების მიერ "მწვანე პასპორტის" გაუქმებას ეპიდემიოლოგები არ ეთანხმებიან.

ამირან გამყრელიძე პირდაპირ ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, თუმცა როგორც ჩანს, მას პრემიერი უკვე აღარ უსმენს.

ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმშია და "მწვანე პასპორტების" საჭიროებას ვეღარ ხედვას, თუმცა რატომ ამაზე პასუხი არ აქვთ. ხელისუფლებას ვერც იმას ამბობს, ახალისებენ თუ არა ამ გადაწყვეტილებით, ე.წ. ანტივაქსერებს. მაშინ როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 42 %-ია აცრილი.

"პირველების" ინფორმაციით, მწვანე პასპორტის მოდელთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შორის მწვავე დაპირისპირება ბოლო 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა დღეს, სავარაუდოდ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით პასპორტები საერთოდ გაუქმდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, "მწვანე პასპორტზე“ დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავისი პოზიცია ჰქონდა, რაც საბჭოზე დააფიქსირა.

გამყრელიძე ncdc-ში "მწვანე პასპორტის" სისტემას ტოვებს და და ბიზნესსაც იმავეს გაკეთებას ურჩევს.

არ აქვს მნიშვნელობა, ვეთანხმებოდი თუ არა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, საბჭოს შიდა დისკუსიები გარეთ არ გამომაქვს. საბჭოზე ამასთან დაკავშირებით დისკუსია იყო, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა თავისი პოზიცია დაფიქსირა. ჩემი გადასახედიდან რეაკომენდირებულია, იგივე ბიზნესებისთვის და ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა მოგიყვანთ ჩვენს მაგალითს - დაავადებათა კონტროლის ცენტრში მობრძანდით, თქვენ ვერ შემოხვალთ ცენტრში თუ არ აჩვენებთ აცრის და ტესტირების სტატუსს. მწვანე სტატუსი იქ მუშაობს, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ბიზნესი ამას გააგრძელებს.

„ვაქცინაცია და აცრები პანდემიასთან ბრძოლის მთავარი იარაღი გახლავთ, ამას აფიქსირებს საბჭო. პანდემის შეჩერების მთავარი გზა ვაქცინაციაზე გადის"- განაცხადა გამყრილაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის გაუქმების მიზეზებს ხსნის და აცხადებს, რომ ამ პროგრამას ვაქცინაციის სტიმულირების ეფექტი ჰქონდა, თუმცა ის გაჩერდა.

„მწვანე პასპორტს გარკვეული პერიოდი ჰქონდა ვაქცინაციის პროგრამის სტიმულირების ეფექტი, თუმცა ეს ეფექტი გაჩერდა. ყველაზე კარგი გამოცდილება არის ის გამოცდილება, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ჩვენი პრაქტიკის მაგალითზე — ახლა საჭიროა სხვა კუთხით ამ ყველაფერს შევხედოთ,“- თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს,ისინი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ანტივაქსერულ და ანტიკოვიდური გადაწყვეტილებას უწოდებენ.

მათი თქმით, ისედაც შეჩერებული ვაქცინაცია, სრულად პარალიზებული გახდება.

საკოორდინაციო საბჭოს სამედიცინო ნაწილი, ამის წინააღმდეგია, მაგრამ სამწუხაროდ, პოლულისტური პოლიტიკა ჯობს ამ შემთხვევაში და ისინი ვერაფერს აკეთებენ"- თქვა ვატო სურგულაძემ.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი დარწმუნებულია, რომ ე.წ. მწვანე პასპორტების გაუქმების გადაწყვეტილება პირადად ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. რადგან "შავრაზმული ანტივაქსერული ჯგუფების, ქართული ოცნების საყრდენია".

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა