თეგებით ძიება

ქვეყანა პროტესტმა მოიცვა - მოქალაქეები გაძვირებულ ცხოვრებას 4 ქალაქში აპროტესტებენ

მოსახლეობა გაძვირებულ ფასებს ქუჩაში აპროტესტებს - ამ წუთებში, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში აქცია მიმდინარეობს. ხელისუფლების ოპონენტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გაზრდილ ტარიფებსა და მომატებულ ფასებს აპროტესტებენ.

აქციის ეპიცენტრი თბილისში, როსტომ მეფის სასახლეა, „ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი, სადაც ბანერებითა და საყვირებით ცდილობენ მმართველი პარტიისთვის ხმის მიწვდენას.

იმერეთში კი ხალხი ადმინისტრაციულ შენობასთან არიან შეკრებილნი.

აქციის მონაწილეთა პოზიცია ქუთაისშიც იგივეა, მათი მთავარი საპროტესტო თემა, ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონი და გაჭირვებაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა