თეგებით ძიება

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ვიქნებით ძალიან პრინციპულები - კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თავის მოადგილეებს, სამსახურების უფროსებსა და გამგებლებს მიმართა, რომ თანამშრომლებთან ჰქონდეთ სათანადო კომუნიკაცია, რათა უკანონობა არ დაუშვან.

„მინდა, კიდევ ერთხელ გაგაფრთხილოთ ყველა – დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსების, გამგებლების, სსიპ-ების, ააიპ-ების, შპს-ების ხელმძღვანელებით – ძალიან კრიტიკულები ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული. ეს არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელსაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ვინმემ არ იფიქროს, რომ რაღაცას არასწორად გავაკეთებ და ვერავინ გაიგებსო. ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავთ. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა შესაბამის სამსახურებთან და ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია ძირშივე იყოს ამოძირკვული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა