თეგებით ძიება

არღღვევს თუ არაკოვიდინფიცირებული ირაკლი ღარიბაშვილი იზოლაციის წესებს?

არღღვევს თუ არაკოვიდინფიცირებული ირაკლი ღარიბაშვილი იზოლაციის წესებს? - არსებობს ინფორმაცია, რომ კოვიდდადებითი პრემიერი სამსახურში მაინც დადის და იზოლაციაში არ იმყოფება. ეს ეჭვი მას შემედეგ გაჩნდა, რაც დისტანციურად საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჩართვის დროს, ირაკლი ღარიბაშვილი, თეთრი კაბინეტიდან ჩაერთო, სადაც ფონად საქართველოს გერბი კიდია. ეს ინტერიერი ზუსტად ჰგავს პრემიერის კაბიენეტს.

კანონით ღარიბაშვილი ვალდებულია იზოლირებული იყოს და ინფიცირებულმა სამსახურში არ იაროს. "ტვ პირველი" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს დაუკავშირდა და შეეცადა ინფორმაცია გადაემოწმებინებინა, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ე.წ. მწვანე პასპორტი გაეუქმებინათ, რასაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა