თეგებით ძიება

"ქართულმა ოცნებამ" შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რუსთავი გარდაბნის საარჩევნო ოლქში ირაკლი შატაკიშვილი იქნება.

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ ოლქში რამაზ ჯინჭარაძე.

"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება, რუსთავი გარდაბნის საარჩევნო ოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს, ბათუმის არჩევნებზეა დამოკიდებული ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისათვის,"- განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

​შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს გამოკლებული წევრების ასარჩევად ტარდება. პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ დატოვა, რადგან ის რუსთავის მერი გახდა, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ჯემალ ფუტკარაძე კი გარდაიცვალა.


შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები 2022 წლის 2 აპრილს ჩატარდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა