თეგებით ძიება

"ვუძღვნი მშობლების ნათელს ხსოვნას და პანდემიისგან დაღუპულებს" - ნინი შერმადინი ამერიკული "ნიჭიერისთვის“ ემზადება

34 წლის ქართველი პოპ-მომღერალი, ნინი შერმადინი, რომელიც წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს ამერიკულ "ნიჭიერში"(America\'s Got Talent) გამოსასვლელად ემზადება და როგორც თავად მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, შესარჩევი ტური უკვე გაიარა და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, კონკურსზე გამოსვლას მშობლების ნათელ ხსოვნას მიუძღვნის, რომლებიც კორონავირუსისგან გარდაიცვალნენ.

"თითები გადაჯვარედინებული მაქვს, თუ შევძლებ, ჩემს გამოსვლას მივუძღვნი საყვარელ მშობლების ნათელ ხსოვნას და ყველა იმათ, ვინც დავკარგეთ ამ პანდემიის გამო, მისურვეთ წარმატებები მეგობრებო, ერთი სული მაქვს გავიგო, წინ რა მელოდება" - წერს "ინსტაგრამზე" შერმადინი.


ნინი შერმადინი ქართულმა საზოგადოებამ გაიცნო 2003 წელს, როდესაც მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ პროექტში „ნუცას სკოლა“ (იმედის არხი).

2005 წელს გაემგზავრა იურმალაში „ახალ ტალღაში“ მონაწილოების მისაღებად. გახდა პირველი მომღერალი დამოუკიდებელი საქართველოდან, რომელიც მონაწილეობას იღებდა კონკურსში, სადაც ფესტივალის მუზის ალა პუგაჩოვას პრიზი მიიღო. 2007 წელს გახდა „იმედის ტალღის“ წამყვანი. 2008 წელს იმავე პროექტში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული გახდა. 2010 წელს მიიღო მონაწილეობა ბერძნულ X Factor!-ში, სადაც მე-2 ადგილი დაიკავა და საბერძნეთში საკმაოდ პოპულარობა მოიპოვა.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა