თეგებით ძიება

“სააკაშვილის “პროგრამა” წავიკითხე.. ცხვრის ფარა ჰგონია ხალხი“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ეხმაურება და ამბობს, რომ მას ხალხი ცხვრის ფარა ჰგონია.

"სააკაშვილის "პროგრამა" წავიკითხე.პოლიტიკაში მონოპოლიები უნდა აიკრძალოსო - ვისაც ბევრი ფული აქვს, პოლიტიკის დაფინანსება უნდა აეკრძალოსო.ახლა სააკაშვილი ოპოზიციაშია და ინფორმაციის გავრცელებაზე აქვს დამყარებული მონოპოლია.ამისთვის იყენებს ყველანაირ რესურსს, რაც დარჩა.ყველას აქრობს მას დაქვემდებარებული მედიებიდან მის გარდა, რომ ხელოვნურად შეინარჩუნოს პირველობა და სხვა არავინ გაძლიერდეს.

მთელი ოპოზიციური ტელემედია მონოპოლიზებული აქვს, 2014 წლიდან მისი კონტროლის მიღმა აქტორების გაქრობას ცდილობს, მისი მედიების გამოყენებით და მთავრობაში რომ მოვალ მონოპოლიებს ავკრძალავო ცხვრის ფარა ჰგონია ხალხი“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა