თეგებით ძიება

თავხედი უნდა იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას წამება დაარქვა - მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ისაუბრა.

"თუნდაც ის კადრები რომ ნახოთ, რომლის გამოქვეყნებასაც სამი დღე სთხოვდნენ იუსტიციის სამინისტროს და შემდეგ აპროტესტებდნენ, როგორ გამოაქვეყნეთო. ცივილიზებული სამყაროს ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც პატიმარი არ ემორჩილება მოთხოვნას, რომ გადაიყვანონ იქ, სადაც შესაბამისი უწყების ადმინისტრაციას სურს მისი გადაყვანა, ეს ხდება იძულების წესით. ამ იძულების ყველაზე რბილ ფორმას თუ ვინმე დაარქმევს ფარმაკოლოგიურ წამებას ან რამე სხვას, ეს ილუზიის რა ხარისხს ქმნის, წარმოიდგინეთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა