თეგებით ძიება
03. 02. 2022 COVID - 19

2022 წლამდე, საქართველოში კორონავირუსი 10 687 ორსულს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის 2020-2021 წლის ანგარიშის თანახმად, 2022 წლის 1-ელ იანვრამდე, საქართველოში კორონავირუსი 10 687 ორსულს დაუდგინდა.

დოკუმენტის მიხედვით, შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი თბილისში, იმერეთსა და აჭარაშია, დადასტურებულ შემთხვევების ყველაზე მაღალი წილი 25-29 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.

ორსულების საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით დადასტურებული შემთხვევების წილი მაღალია თბილისში, იმერეთსა და აჭარაში.

„კოვიდ-19 ის პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოში ანტენატალურ მეთვალყურეობაზე იყო 129 341 ორსული. 2020 წელს 66 359, 2021 წელს - 62 982.

ორსულებში კოვიდ-19 -ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 10 687-ს შეადგენს. ორსულთა ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი 8,2%-ია. მათ შორის, 2020 წელს 3362, 2021 წელს კი - 7326.

ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 25-29 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. ორსულის საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით დადასტურებული შემთხვევების წილი მაღალია თბილისში, იმერეთსა და აჭარაში.

ასაკის მატებასთან ერთად ორსულებში იზრდება ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი, როგორც მინიმუმ ერთი დოზით აცრილების, ისე სრულად ვაქცინირებულების", - აღნიშნულია განცხდებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა