საქართველოში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, როგორია ინფიცირებულთა სტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 39 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 15575 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 272 371-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 053 966 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 15 141 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 30,16%, ბოლო 14 დღის - 25,24%, ბოლო 7 დღის - 27,84%.