10 129 თბილისი, 3 357 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 73 821 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 272 371.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30,16%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 25,24%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 27,87%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 15 575 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 053 966.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 141 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
⭕ თბილისი - 10 129
⭕ აჭარა - 2 173
⭕ იმერეთი - 3 357
⭕ ქვემო ქართლი - 1 340
⭕ შიდა ქართლი - 1 279
⭕ გურია - 456
⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 480
⭕ კახეთი - 1 091
⭕ მცხეთა-მთიანეთი - 479
⭕ სამცხე-ჯავახეთი - 376
⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 103
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 203 238 საიდანაც: 5 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 408, აჭარაში - 778, იმერეთში - 1 214.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 146 პირი, მათ შორის, თბილისში - 464, აჭარაში - 146, იმერეთში - 343. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პირი, მათგან თბილისში - 151, აჭარაში - 45, იმერეთში - 27. 1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 182 - თბილისში, 565 - აჭარაში. 195 472 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.