თეგებით ძიება

"ერთ დროს სააკაშვილის პარტიის ვითომ დამამთავრებელი გახარია "ნაციონალური მოძრაობის" "ბექ ვოკალად" იქცა, სირცხვილია!" - გია აბაშიძე

ანალიტიკოსის, გია აბაშიძის თქმით, "მოღალატე გიორგი გახარიას პარტიამ დესტრუქციულ "ნაციონალურ მოძრაობას" აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში გაამარჯვებინა".

„პატიმარი სააკაშვილი - ადგილობრივი არჩევნები, რომელიც არასდროს იყო მნიშვნელოვანი, გახდა მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, რუსთავი წავართვით 3 დღის წინ. უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ასევე წავართმევთ ზუგდიდს, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიწყო. ამოცანა გვეკითხება - არსებულ პოლიტიკურ სიბრტყეში რომელმა ოპოზიციურმა პარტიამ გაამარჯვებინა დესტრუქციულ "ნაციონალურ მოძრაობას" აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში?

პასუხია - მოღალატე გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის". წერტილი! (დავესესხე გაქცეულ ექს-პრემიერს). გახარიას ფლანგის მხრიდან უაზრო თავის მართლება და უსაგნო მჭერმეტყველება არის "აბსურდის თეატრიდან". ერთ დროს სააკაშვილის პარტიის ვითომ დამამთავრებელი გახარია იქცა "ნაციონალური მოძრაობის" "ბექ ვოკალად". სირცხვილია! წერტილი!", - წერს აბაშიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა