თეგებით ძიება
05. 02. 2022 COVID - 19

ბუსტერ დოზა არის რეალური შესაძლებლობა თავი დავიცვათ ინფიცირებისგან - ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, ბუსტერ დოზა არის რეალური შესაძლებლობა თავი დავიცვათ ინფიცირებისგან, მძიმე შემთხვევებისგან, გარდაცვალებისგან.

"თავიდან ავიცილოთ თავშეყრა, თავიდან ავიცილოთ დახურულ სივრცეში ადამიანების თავყრილობები, განსაკუთრებით ეს ეხება კვების ობიექტებს, ვინაიდან იქ უნიღბოდ ყოფნის 2-3 წუთიც საკმარისია "ომიკრონის" შემთხვევაში ინფიცირებისთვის. ასე რომ სიფრთხილის ზომები ახლა უნდა იყოს გაათმაგებული და კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ვაქცინაციის მნიშვნელობას, განსაკუთრებით, ბუსტერ დოზის მნიშვნელობას. ბუსტერ დოზა ახლა არის რეალური, ეფექტური და ალბათ ერთადერთი შესაძლებლობა თავი დავიცვათ ინფიცირებისგან, მძიმე შემთხვევებისგან, გარდაცვალებისაგან,“ - აცხადებს ივანე ჩხაიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა