თეგებით ძიება
06. 02. 2022 COVID - 19

ინფექციის ცირკულაცია ძალიან სერიოზულია. პიკი არ გადაგვიგორებია - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ცირკულაცია ძალიან სერიოზულია და პიკი ჯერ არ დამთავრებულა.

მისი განმარტებით, ძირითადი ზეწოლა არის ლაბორატორიულ და ამბულატირიულ სექტორზე, ასევე ონლაინ კლინიკებზე.

„პიკი არ გადაგვიგორებია. პიკური პერიოდი გრძელდება ქვეყანაში და მაღალი დადებითობის მაჩვენებელიც მიუთითებს, რომ ინფექციის, ვირუსის ცირკულაცია სერიოზულია. პიკის შესახებ უფრო ვიმსჯელებთ სამშაბათ-ოთხშაბთს, როგორი იქნება მონაცემები. ერთადერთი, ოდნავ დამამშვიდებელი არის ის, რომ დილის მონაცემებითმ რეპროდუქციის ინდექსი შემცირებულია. ჯერჯერობით, ინფექციის ცირკულაცია ძალიან სერიოზულია.

210 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, ჰოსპიტალიზაცი 3%-მდეა. ზეწოლა ჰოსპიტლებზე ძირითადად არ იზრდება. ზეწოლა არის ლაბორატორიულ და ამბულატორიულ სექტორზე, ონლაინ კლინიკებზე, მაგრამ ჰოსპიტლებში 3 000-მდე თავისუფალი ადგილია და არ იზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობა. მერყეობს 1 000-1 100 ფარგლებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, „ომიკრონი“ დელტა ვარიანტან შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ მოქალაქეები ამან არ უნდა გაათამამოს, რადგან შემთხვევათა რაოდენობა ძალიან დიდია.

„შესაძლებელია, გაიზარდოს მოთხოვნა ჰოსპიტალიზაციაზეც. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია, იმართება როგორც ამბულატორიულ, ისე ჰოსპიტალურ დონეზე. სიკვდილიანობაც არ იზრდება, 30-ზე მეტია, მაგრამ არ არის 80-მდე, რაც გვქონდა. ამ მხრივაც სიტუაცია გაუმჯობესებისკენ მიდის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა