"რაც არ უნდა იჯიუტოს ზოგმა ჩვენმა თანამემამულემ- მაინც აიცრება!" - დავით გადელია
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია ვაქცინაციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ვიმეორებ: რაც არ უნდა იჯიუტოს ზოგმა ჩვენმა თანამემამულემ- მაინც აიცრება! მხოლოდ ესაა, ბუნებრივი "აცრა" უფრო სახიფათოა კლასიკურ ვაქცინაციაზე და ბუსტერი მაგრად იცავს დაავადებისას (არამხოლოდ დაავადებისგან). რაღაც ისეთი სიტუაციაა ჩემს ირგვლივ, არ გამიკვირდება ხვალ 20 ათასზე მეტი იყოს (ოფიციალურად, ისე- მინიმუმ 2-ზე გაამრავლეთ)", - წერს გადელია.