თეგებით ძიება
06. 02. 2022 COVID - 19

იანვარში კორონავირუსით რეინფიცირების 57 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იანვარში, 57 ათასამდე რეინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც "რუსთავი2"-თან საუბარში გამყრელიძემ განმარტა, "ომიკრონის" დამახასიათებელი ნიშნებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გვერდს უვლის სხვა შტამებს და რეინფიცირების შანსი ბევრად დიდია, ვიდრე სხვა ვარიანტების დროს.

"ომიკრონის ცირკულაცია გაიზარდა, ის 14 პროცენტი იყო რეინფიცირებისა იმ 1800 ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში, სადაც სეკვენირება ჩატარდა და ომიკრონ-სპეციფიკური ტესტები იქნა გამოყენებული. აბსოლუტურ რიცხვში დაითვალეს ჩვენებმა და 50 000-ზე მეტი, დაახლოებით 57 ათასამდე რეინფიცირების შემთხვევა იყო იანვარში," - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, ქვეყანა ახლა კოვიდის გავრცელების პიკში იმყოფება, რომელიც ხანგრძლივად გრძელდება.

"გადავდივართ თუ არა პიკს, შემცირდება თუ არა ციფრები და დაიწყება თუ არა სიტუაციის გაუმჯობესება, ამის შეფასებას გავაკეთებთ მომავალ კვირაში.

96% დადებითი შემთხვევებისა მოდის ომიკრონზე, მიუხედავად ამისა, ზეწოლა ჯანდაცვის სექტორებიდან მოდის მხოლოდ ორზე - ეს არის ამბულატორიული სექტორი - ოჯახის კლინიკები, ოჯახის ექიმები და ლაბორატორიული სექტორი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა